კლიპი მოცეკვავეთა ჯგუფის ენერგიული ცეკვით იწყება და რეჟისორისთვის დამახასიათებელ ფსიქოდელიურ ფენტეზი სანახაობად იქცევა.
ელექტრო მუსიკალური ბენდისა და მიშელ გონდრის კოლაბორაცია 1999 წელს “Let Forever Be”-ის ვიდეოკლიპით დაიწყო. მას შემდეგ The Chemical Brothers-ისთვის რეჟისორმა კიდევ ორი კლიპი (“Star Guitar”, “Go”) გადაიღო.