weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბეტმენზე შექმნილი ახალი ფილმი დეტექტიური კინოვერსია იქნება

11:10 ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017

ჰოლივუდელმა რეჟისორმა მეტ რივზმა, რომლის უახლესი ფილმი „მაიმუნების პლანეტის ომი“ მსოფლიო კინოეკრანებზე მომავალი თვიდან გამოვა, მომავალ მასშტაბურ კინოპროექტზე, კომიქსის გმირ ბეტმენზე გადასაღებ ფილმზე ისაუბრა.

ინტერნეტ-პლატფორმა New Trailer Buzz-თან ინტერვიუში რეჟისორმა განაცხადა, რომ კომპანია DC-ის ე.წ. ვრცელი კინოსამყაროს შემადგენელი სერია ჯერ-ჯერობით ადრეულ სტადიაზეა და მუშაობა არ დაწყებულა, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანი-ღამურას ახალი კინოისტორია დეტექტიური ჟანრის იქნება, რადგან სუპერგმირის ფანები დიდი ხანია ელოდებიან „მსოფლიოს უდიდესი დეტექტივის“ წოდების მქონე პერსონაჟზე მსგავს კინოვერსიას. მეტ რივზის თქმით, ახალი ფილმი ასევე იქნება კლასიკური კრიმინალური სტილის ე.წ ფილმ-ნუარი.

ბეტმენის შესახებ ხსენებული ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2019 წელია. მასში მთავარ როლს DC-ის უკანასკნელი კინოსერიების მსგავსად ბენ აფლექი შეასრულებს, რომელსაც თავდაპირველად თავად უნდა გადაეღო ფილმი, თუმცა რეჟისორის სავარძელი დათმო და მსახიობის ამპლუის გარდა სცენარის თანაავტორია. The Batman-ში ადამიანი-ღამურას მტერი ყოფილი ჯარისკაცი, დაქირავებული მკვლელი სლეიდ უილსონი, იგივე Deathsroke იქნება, რომლის როლსაც ჯო მანგანიელო შეასრულებს. ფილმში ასევე ითამაშებენ ჯერემი აირონსი და ჯეი ქეი სიმონსი, რომლებიც შესაბამისად ბეტმენის მსახურთუხეცეს ალფრედისა და პოლიციის კომისარ გორდონის როლებში დაბრუნდებიან.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]