ჩედვიკ ბოუზმანს პარტნიორობას დელროი ლინდო და ჟან რენო გაუწევენ.
სპაიკ ლი ახალი ფილმის სცენარზე კვლავ კევინ უილმოტთან ერთად იმუშავებს. დუეტმა წლევანდელ ოსკარებზე ნომინაცია მოიპოვა ფილმით BlacKkKlansman.
გადაღებები წლევანდელი კინოდაჯილდოვებების სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სპაიკ ლის ბოლო ნამუშევარი (BlacKkKlansman) ოსკარებზე 6 ნომინაციაშია წარდგენილი: წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო მუსიკა, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი და საუკეთესო მონტაჟი.