სენატორი გარი ჰარტი, რომელიც 1988 წელს ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, თუმცა პოლიტიკურ ბრძოლას მას შემდეგ გამოეთიშა, რაც ცნობილი გახდა მისი უკანონო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. სკანდალური სასიყვარულო რომანის შემდეგ, გარი ჰარტს რეიტინგში თანაპარტიელმა მაიკლ დუკაკისმა გაუსწრო, რომელიც შემდგომ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯ ბუშმა დაამარცხა.
ბიოგრაფიულ დრამას ოსკარის ოთხგზის ნომინანტი ახალგაზრდა რეჟისორი ჯეისონ რაიტმანი თავისივე დაწერილი სცენარით გადაიღებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი მსახიობები გაუწევენ პარტნიორობას ჰიუ ჯეკმანს.