weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გასპარ ნოე ოსკარების ყურებას არ აპირებს

12:59 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

სკანდალური ფილმებით ცნობილი რეჟისორის, გასპარ ნოეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას წლევანდელი ოსკარის ნომინანტი ფილმები - ალფონსო კუარონის „რომა“ და პოლ შრეიდერის „პირველი რეფორმირებული ეკლესია“ მოეწონა, დაჯილდოების ცერემონიის ყურებას არ აპირებს.

ცნობილია, რომ გასპარ ნოემ სწორედ ალფონსო კუარონის „გრავიტაციის“ შემდეგ გადაწყვიტა სამგანზომილებიანი ფილმის შექმნა და ეროტიკული მელოდრამა „სიყვარული” გადაიღო, ვეტერანი პოლ შრეიდერის შემოქმედება კი მას ყოველთვის მოსწონდა, რაც აქამდეც არაერთხელ უხსენებია.

„ნამდვილად არ მაინტერესებს ოსკარები. არასოდეს ვნახავ ცერემონიას. თუკი ოდესმე მაინტერესებდა, ვინ მოიგებდა ოსკარს, ეს ბავშვობაში იყო, მაშინ როდესაც „ნათლიასა“ და „შუაღამის კოვბოის“ აჯილდოვებდნენ.“ - აღნიშნა არგენტინული წარმოშობის ფრანგმა რეჟისორმა უკანასკნელ ინტერვიუში და დასძინა, რომ არ ღელავს საფრანგეთმა ოსკარისთვის საუკეთესო უცხოურ ფილმზე მისი „კულმინაცია“ რომ არ აირჩია, რადგან ისედაც არ სურდა, ექვსი საათი დარბაზში ყოფნა და ცუდი ხუმრობების მოსმენა - რეჟისორს მხედველობაში საოსკარე ცერემონია ჰქონდა.

გასპარ ნოე სულ ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმის (Seul contre tous, Irréversible, Enter the Void, Love, Climax) რეჟისორია, მისი ბოლო ნამუშევრის პრემიერა გასულ წელს კანის კინოფესტივალზე შედგა და წინა ნამუშევრების მსგავსად კინოწრეებსა და მაყურებლებში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]