weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამერიკაში ზომბირებული ირმის დაავადება გავრცელდა

14:07 ორშაბათი, 18 თებერვალი 2019

ამერიკის 24 შტატსა და კანადის ორ პროვინციაში ინფექცია გავრცელდა, რომლითაც ირმები, შვლები და ლოსები დაავადნენ. „ზომბი ირმების დაავადების“ სახელით ცნობილი ინფექცია ცხოველებში თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და სხვა ქსოვილების გათიშვასა და სიკვდილს იწვევს.

უჩვეულო და შემზარავი ისაა, რომ დაავადებული ცხოველები მცენარეული საკვებისა და წყლის ნაცვლად შარდსა და ფეკალიებს ჭამენ. ამასთანავე, ინფიცირებული ირმები საგრძნობლად გამხდრები ჩანან და აგრესიულობით გამოირჩევიან.

ამ ეტაპზე დამტკიცებული არაა, გადადის თუ არა დაავადება ირმიდან ადამიანზე. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი არ ვრცელდება შინაურ ცხოველებსა და მსხვილფეხა ან წვრილფეხა საქონელზე.

მიუხედავად ამისა, მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრის დირექტორი მაიკლ ოსტერჰოლდი ყველას აფრთხილებს, რომ არის ალბათობა, აღნიშნული ინფექცია ადამიანებში გავრცელდეს.

ე.წ. ზომბირებული ირმის დაავადების გავრცელების ამჟამინდელი არეალი შეერთებულ შტატებში:

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]