იან მაკგუაირის ნაწარმოებში სიუჟეტი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ვითარდება. მთავარი გმირი ვეშაპებზე მონადირე, ცინიკური და ამორალური მოძალადე ჰენრი დრაქსია. არქტიკაში ერთ-ერთი სანადირო ექსპედიციის დროს დრაქსი ყოფილ სამხედრო ქირურგს, პატრიკ სამნერს შეხვდება და განსხვავებული შეხედულებებისა და ცხოვრების წესის მქონე ორ ადამიანს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო შუღლი ღვივდება.
პატრიკ სამნერის როლისთვის მსახიობი ჯერ არაა ცნობილი. მისტიკურ-დრამატული სერიალი ხუთი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და მიმდინარე წელს გამოვა.