ლეგენდად ქცეულ ჰალკ ჰოგანის ბიოპიკი ახალგაზრდობის წლებზე იქნება, როდესაც იგი 70-იან წლებში კარიერის აღმავლობის გზას დაადგა. ფილმში აქცენტი არა პირად ამბებსა და სკანდალებზე, არამედ 70-80-იანი წლების სპორტულ ცხოვრებაზე იქნება.
ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმში მონაწილეობას თავად 65 წლის ჰალკ ჰოგანიც მიიღებს და ამავდროულად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. მისი, როგორც მსახიობის დებიუტი „როკი III“-ში შედგა და 20-ზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა.