weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აღმოჩენილია გიგანტური კუს სახეობა რომელიც ბოლოს 1909 წელს ნახეს

14:15 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულ ფერნანდინაზე აღმოაჩინეს გიგანტური კუს სახეობა, რომელიც დაახლოებით საუკუნის წინ გადაშენებულად მიიჩნეოდა.

ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრმა მარსელო მატამ კუს ფოტოები „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

სახეობა Chelonoidis phantasticus-ის მდედრი ინდივიდი გალაპაგოსის პარკის ადმინისტრაციის მირ მოწყობილი ექსპედიციისას იპოვეს. გიგანტურ კუს შედარებით რბილი ჯავშანი და ღია ვარდისფერი დინგი აქვს.

აღნიშნულ სახეობას კუნძულ ფერნანდინას კუს უწოდებენ და ბოლოს კუნძულზე ისინი მე-20 საუკუნის დასაწყისში კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციამ დააფიქსირა. ფერნანდინას კუები იმ დროს უკვე უიშვიათესობას წარმოადგენდა და ჩათვალეს, რომ ვულკანური ამოფრქვევების გამო ის მალევე გადაშენდებოდა, რადგან ფერნანდინა გალაპაგოსის არქიპელაგის ყველაზე ახალგაზრდა კუნძულია და ვულკანურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური.

გალაპაგოსის ცხრა კუნძულზე ერთ დროს გიგანტური კუების 14 სახეობა ბინადრობდა. ყველა მათგანი ერთმანეთისგან ზომითა და ჯავშნის ფორმით განსხვავდებოდა. დღეისთვის გალაპაგოსზე, რომელმაც სახელი სწორედ კუებისგან მიიღო (Galápago- ესპ: ხმელეთის კუ), ექვს კუნძულზე მხოლოდ ათი სახეობაღაა შემორჩენილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]