weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ამერიკაში რუსული საომარი ფილმის ჩვენება აკრძალეს

15:04 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში რუსული ფილმის, რეჟისორ ალექსეი სიდოროვის მეორე მსოფლიო ომის შესახებ შექმნილი საომარი დრამა „T-34“-ის დაგეგმილი ჩვენება აღარ გაიმართება.

როგორც აღნიშნული რუსული სურათის ჩრდილოეთ ამერიკაში გაქირავებაზე პასუხისმგებელი კომპანია Киносфера აცხადებს, ჩვენების აკრძალვისა და ფილმისადმი ნეგატიური განწყობის მიზეზი მოქალაქეთა აქტიური ჯგუფის აზრით, პროპაგანდაა.

რა სახის პროპაგანდაზეა საუბარი, არ კონკრეტდება, თუმცა იოლი მისახვედრია, რომ ამერიკელთა უკმაყოფილება დიდ სამამულო ომზე სიუჟეტის მქონე ფილმში რუსული სამხედრო პროპაგანდაა. აკრძალვა არათუ დახურული ჩვენების, არამედ ტრეილერის ნახვისთანავე მოხდა.

IMAX-ის ფორმატის მქონე ფილმი „T-34“, რომელსაც რუსეთის გარდა შეერთებული შტატებისა და კანადის 24 კინოთეატრში აჩვენებენ, 17 თებერვალს გამოვიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]