ჯონ კრასინსკიმ, რომელიც ახალი ნაწილის სცენარზე მუშაობს, სიკველის პრემიერის თარიღი თავად გააჟღერა: მეორე სერია 2020 წლის 15 მაისს გამოვა.
A Quiet Place გასული წლის აპრილში გამოვიდა და კრიტიკოსებისა და მაყურებლისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მოყვა. $20 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში 341 მილიონი დოლარი მოიპოვა, სხვადასხვა დაჯილდოვებებზე კი 28 ნომინაცია და 7 ჯილდო ერგო, მათ შორის - საუკეთესო საშინელებათა/სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის წოდება კრიტიკოსთა დაჯილდოებაზე და მსახიობთა გილდიის ჯილდო ქალის მეორეხარისხოვან როლში (ემილი ბლანტი).