weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დონალდ ტრამპი დამცინავი კინოდაჯილდოება „ოქროს ჟოლოს“ გამარჯვებული გახდა

13:36 კვირა, 24 თებერვალი 2019

ტრადიციულად ოსკარებამდე ერთი დღით ადრე ჰოლივუდის დამცინავი დაჯილდოება - „ოქროს ჟოლო“ გაიმართა, რომელიც წლის ყველაზე ცუდ მსახიობებსა და ნამუშევრებს ავლენს.

რიგით 39-ე ცერემონიაზე წლის ყველაზე ცუდი ფილმი კარიკატურული კომედია „ჰოლმსი და უოტსონი“ გახდა, რომლის ერთ-ერთი პროდიუსერი ოსკაროსანი რეჟისორი და სცენარისტი, წევანდელი ოსკარის ნომინანტი ადამ მაკკეი გახლავთ. წლის ყველაზე ცუდ რეჟისორად ამავე ფილმისთვის დასახელდა ეტან კოენი.

მთავარი ამბავი კი ისაა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წლის ყველაზე ცუდ მსახიობ მამაკაცად აღიარეს და კიდევ ერთ ნომინაციაში გამოარჩიეს - წლის ყველაზე ცუდი საეკრანო დუეტი თავისივე „თვითდასაქმებული სიმდაბლისთვის“.

ტრამპი, რომელმაც „ოქროს ჟოლოზე“ აქამდეც გაიმარჯვა 1991 წლის ფილმისთვის Ghosts Can’t Do It, როგორც ყველზე ცუდმა მეორეხარისხოვანმა მსახიობმა, წელს ორივე კატეგორიაში დოკუმენტური ფილმებისთვის - Death of a Nation (რეჟ. დინეშ დ'სოუზა) და Fahrenheit 11/9 (რეჟ. მაიკლ მური) გამოარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ოსკარის ნომინანტ მსახიობს, მელისა მაკკართის წლევანდელი „ოქროს ჟოლოს“ ორი ჯილდო გადაეცა: ერთი - წლის ყველაზე ცუდი მსახიობი ქალისთვის, მეორე კი ე.წ. შეწყალების ჯილდო ფილმისთვის - Can You Ever Forgive Me?, რომლისთვისაც წელს ოსკარზეც იყო ნომინირებული.

„ოქროს ჟოლოთი“ დაჯილდოებულ ფილმთა სრული სია შემდეგნაირია:

ყველაზე ცუდი ფილმი - Holmes & Watson

ყველაზე ცუდი რეჟისორი - ეტან კოენი (Holmes & Watson)

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი - დონალდ ტრამპი (Death of a Nation, Fahrenheit 11/9)

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი - მელისა მაკკართი (The Happytime Murders, Life of the Party)

ყველაზე ცუდი მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - ჯონ ქ. რაილი (Holmes & Watson)

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - კელიან კონვეი (Fahrenheit 11/9)

ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი - დონალდ ტრამპი და მისივე „თვითდასაქმებული სიმდაბლე“ (Death of a Nation, Fahrenheit 11/9)

ყველაზე ცუდი პრიკველი/სიკველი/რიმეიქი/რიპ-ოფი - Holmes & Watson

ყველაზე ცუდი სცენარი - Fifty Shades Freed

„ოქროს ჟოლოს“ შეწყალების ჯილდო - მელისა მაკკართი (Can You Ever Forgive Me?)

ბარი ბამსტედის სახელობის ჯილდო კრიტიკასა ან გაქირავებაში ჩავარდნილი ფილმისთვის - Billionaire Boys Club

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]