weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რეჟისორ რობ კოენს საკუთარი შვილი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

14:58 კვირა, 24 თებერვალი 2019

მძაფრსიუჟეტიანი ფილმების რეჟისორ რობ კოენს საკუთარი ტრანსგენდერი შვილი, 32 წლის ვალკირი უეთერი, იგივე კაილ კოენი სექსუალურ ძალადობაში დებს ბრალს. „დრაკონის გულის“, „ფორსაჟისა“ და „სამი იქსის“ რეჟისორი უფროსი შვილის ბრალდებას „კატეგორიულ სიცრუეს“ უწოდებს.

„როდესაც პატარა ვიყავი, რობი ჩემ სხეულს თავისი სექსუალური სიამოვნებისთვის იყენებდა. დედაჩემი ასეთ ფაქტს შეესწრო, როდესაც მე ორწლინახევრის ვიყავი. მას ამის დამოწმება შეუძლია“ - აცხადებს ტრანსგენდერი ქალი ვალკირი უეთერი.

გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში რეჟისორის შვილი, რომელმაც სქესი 2017 წელს შეიცვალა, ამბობს, რომ უმეტესად მას ამ ამბიდან ტკივილი და სიმარტოვე ახსოვს, რადგან გახმაურებას ერიდებოდა და სიჩუმეს ამჯობინებდა.

ბრალმდებელის დედამ, რობ კოენის პირველმა ცოლმა დაიანა მიცნერმა იგივე გამოცემასთან საუბარში შვილის მხარე დაიჭირა და ყოფილი მეუღლისადმი ბრალდება დაადასტურა.

თავად 69 წლის რეჟისორმა ასევე ექსკლუზიურად The Hollywood Reporter-სთვის მიცემულ განცხადებაში ბრალდება კატეგორიულად უარყო და შვილს მოუწოდა, არ დაუჯეროს აღნიშნულ წარმოუდგენელ სიცრუეს, რაშიც ბრალი ყოფილ მეუღლეს მიუძღვის. იგი ტკივილითა და სინანულით გამოთქვამს იმედს, რომ შვილი მას შეხვდება, მოუსმენს და გაუგებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]