weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ფაველას ქალები“: ცხოვრება რიოს ღატაკი რაიონის მიტოვებულ შენობებში

12:22 პარასკევი, 30 ივნისი 2017

რიო დე ჟანეიროს უღარიბესი უბნების - ფაველების გაუმჯობესების გეგმა საცხოვრებელი ქირის ავტომატურ გაზრდას ნიშნავს, რაც ღატაკი რაიონის მაცხოვრებლებს აიძულებთ მიტოვებული შენობები დაიკავონ. ფოტოგრაფი ტარიკ ზაიდი ფაველა მანგეირას ესტუმრა და იქ მცხოვრები ქალები ფოტოებზე აღბეჭდა.

ბრაზილიის მთავრობა მილიონობით ადამიანს დაპირდა, რომ რიოს ფაველების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატისა და რიოს ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელი სამუშაოების შემადგენელი ნაწილი იქნებოდა, მაგრამ ღატაკი უბნების რეკონსტრუქციამ გაუთვალისწინებელი შედეგი მოიტანა: ქირის ღირებულების გაზრდა.

რიო დე ჟანეიროს ჩრდილოეთ ზონაში არსებულ ფაველა მანგეირაში მაცხოვრებელ ქალებს, ახალგაზრდა დედებსა და ბავშვებს ფინანსთა სამინისტროს, ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობები, ასევე ლიფტის ყოფილი შახტიც კი უკავიათ.

ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის (IBGE) 14-სართულიანი შენობა, რომელიც 2011 წლის გეგმის მიხედვით კულტურულ ცენტრად უნდა ქცეულიყო, ასამდე ოჯახს უკავია. პამელა ციცქნა ოთახში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მოხუც მარტას კი შვილსა და შვილიშვილებთან ერთად უწევს შენობის ერთ ოთახში ცხოვრება.

როგორც წესი, ფაველების მოსახლეობას თავი ერთმანეთის დახმარებითაც გააქვთ და სიდუხჭირის მიუხედავად მძიმე სოციალური ყოფის გალამაზებას ყველანაირად ცდილობს. მანგეირას სხვადასხვა ასაკის მაცხოვრებელი ქალბატონები თოჯინებითა და ბინგოთი ერთობიან, პედიკიურს იკეთებენ და პომადას ისვამენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]