weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კენგურუ: დასაცავი ეროვნული სიმბოლო თუ მავნებელი გასანადგურებელი ცხოველი

14:39 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

ჩანთოსანი მხტუნავი არსება ავსტრალიის სიმბოლო გახლავთ, ამავდროულად კი ის ქვეყანაში მოსავალს აჩანაგებს და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზიც ხდება, ამიტომაც ავსტრალიელებს საკუთარი ეროვნული სიმბოლოსადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ.

კენგურუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო, ქარიზმატული არსებაა. მათი გამოსახულება ამშვენებს ავსტრალიურ ვალუტას, გერბს, კომერციულ ავიახაზებს, საზღვაო ხომალდებს, ოლიმპიურ ემბლემასა თუ სპორტულ ფორმებს. ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიაში მოსახლეობაზე ორჯერ მეტი კენგურუა - ქვეყანაში 25 მილიონი ადამიანი  და 50 მილიონი კენგურუ ცხოვრობს.

არაერთ ავსტრალიელს ისინი პარაზიტებად მიაჩნია და პრობლემებიც აქ იწყება. მიწათმფლობელი მესაქონლეები ჩივიან, რომ კენგურუთა პოპულაცია მათ საძოვრებს აზიანებს და საქონელს ისედაც მწირ რესურსებში ეცილება.

არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო კომპლექსურ სახეს სძენს ავსტრალიის სადაზღვევო ინდუსტრიის მონაცემები, რომელთა თანახმად, ცხოველთან შეჯახების ავტოსაგზაო შემთხვევათა წლიური რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს და მათგან 80 პროცენტზე მეტი სწორედ კენგურუს უკავშირდება. ამ საკითხის კიდევ ერთი კონფლიქტური მხარეა აღნიშნული ცხოველის სოფლის-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება. 2017 წელს კენგურუს ხორცისა და ტყავის ინდუსტრიამ 29 მილიონი დოლარის პროდუქციის ექსპორტი აწარმოა და 4000-მდე ადამიანი დაასაქმა. ამას დავუმატოთ გავრცელებული მოსაზრება, რომ კენგურუების რიცხვი კატასტროფულ პროპორციებს აღწევს და ეკოლოგიური წონასწორობის დასაცავად აუცილებელია კენგურუების დახოცვა და მთავრობამაც კვოტებზე დაფუძნებული გამოხშირვის პრაქტიკა შემოიღო. მეორე მხრივ, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და უამრავი მეცნიერი გამოხშირვებს არაჰუმანურს, არამდგრადსა და არასაჭიროს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ „კატასტროფული პროპორციები“ ბიოლოგიური თვალსაზრისით არარეალურად ჟღერს, რადგან კენგურუს ნაშიერი ნელა იზრდება და ბევრი მათგანი იღუპება, შესაბამისად სახეობის პოპულაცია წლიურად მხოლოდ 10-15%-ით თუ იმატებს.

შეიძლება ითქვას, რომ დავა ერთ ეგზისტენციურ კითხვამდე დადის: რა არის კენგურუ? მავნებელი თუ სიყვარულით დასაცავი სახეობა. ქვეყანა დღემდე ვერ თანხმდება, თუ რა იღონოს, როდესაც ეროვნული სიმბოლო მავნებლობს. გომეროის ტომის უხუცეს ფილ დანკანს თუ დავუჯერებთ, ავსტრალია უცნაური ქვეყანაა - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ სახელმწიფო სიმბოლოს ჭამს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]