weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დონალდ ტრამპმა სპაიკ ლის რასისტი უწოდა

10:21 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

აღიარებულმა ამერიკელმა სცენარისტმა და რეჟისორმა, სპაიკ ლიმ, რომლის მთელი შემოქმედება აფრო-ამერიკელთა ირგვლივ არსებულ რასობრივ და სხვა აქტუალურ საკითხებზეა, ახლახანს გამართულ ოსკარების გადაცემის ცერემონიაზე ჯილდო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო და დაჯილდოებაზეც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შესამჩნევი ფიგურა გახლდათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სპაიკ ლიმ ცერემონიაზე ღიად გამოხატა უკმაყოფილება ოსკარის მთავარი ნომინაციაში წლის ფილმად „მწვანე წიგნის“ დასახელებისას, კუთვნილი ოსკარის აღებისას ნათქვამ სამადლობელო სიტყვაში კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაკრა კბილი.

„როდესაც ადამიანობას დავიბრუნებთ, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. 2020 წლის არჩევნები არც ისე შორსაა, მოდით ყველამ მოვახდინოთ მობილიზება და ისტორიის სწორ მხარეს დავდგეთ. გააკეთეთ მორალური არჩევანი სიძულვილსა და სიყვარულს შორის“ - განაცხადა „დოლბის“ თეატრის სცენიდან ოსკაროსანმა რეჟისორმა.

სპაიკ ლის სიტყვას ტრამპი „ტვიტერით“ გამოეხმაურა და რეჟისორი რასისტობაში დაადანაშაულა.

„კარგი იქნებოდა, სპაიკ ლი სიტყვას წინასწარ დაწერილ ფურცლიდან კითხულობდეს, ანდა უკეთეს შემთხვევაში, საერთოდ უჩანაწეროდ იყოს ხოლმე როდესაც რასისტულ გამოხტომას აკეთებს საკუთარ პრეზიდენტზე, რომელმაც აფრო-ამერიკელებისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ყველა სხვა პრეზიდენტმა“ - აღნიშნა ტრამპმა, რომელმაც გატარებული სისხლის სამართლის რეფორმა, ისტორიაში უმუშევართა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და გადასახადების დაკლება იგულისხმა.

სპაიკ ლის ჯერ კიდევ აგვისტოში სურდა, ტრამპს მისი ბოლო ოსკაროსანი ნამუშევარი „შავკანიანი კუ-კლუქს-კლანელი“ (BlacKkKlansman) ენახა, როდესაც გამოცემა „როიტერს“ უთხრა:

„ვისურვებდი, ჩემი ფილმი ენახა თეთრი სახლში მჯდომ ტიპსაც, რომლის სახელსაც არ დავასახელებ“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]