როგორც ცნობილია, აღიარებულ სცენარისტს, რეჟისორსა და პროდიუსერს სექსუალურ ძალადობაში ბრალი რამდენიმე ქალმა დასდო.
გაუქმებული ბრალდება ბელგიელ მსახიობ სანდ ვან როის ეკუთვნოდა, რომლის მტკიცებითაც, რეჟისორმა მას პარიზში რიგითი შეხვედრისას ჩაიში რაღაც ჩაუყარა, რამაც გონება დაუკარგა, გამოფხიზლებისას კი ლუკ ბესონი მასზე სექსუალურად ძალადობდა. სანდ ვან როიმ ეპიზოდური როლები ითამაშა ბესონის მიერ წარმოებულ 2018 წლის ფილმებში - „ტაქსი 5“ და „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“.