weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელოვნური ღრუბელი ოთახში

16:22 პარასკევი, 01 მარტი 2019

ნიდერლანდელი ხელოვანი ბერნდნაუტ სმილდე ფუმფულა ღრუბლებს ქმნის ისეთ ადგილებში, სადაც ბუნება ვერ გააჩენდა. მისი შექმნილი სკულპტურები ხუთი, მაქსიმუმ ათი წამის შემდეგ ქრება.

სმილდეს პროექტი, რომელსაც Nimubus ჰქვია, ღრუბლების ვიზუალურ ეფექტებს სწავლობს. ეკლესიის ან მუზეუმის ინტერიერი ღრუბლის უკან სხვანაირად გამოიყურება. იმის გამო, რომ სულ რამდენიმე წამი გრძელდება, თითოეული სცენა ძალიან შთამბეჭდავია.

ღრუბლების წარმოსაქმნელად და ჰაერში შესაჩერებლად, ცივი და ნესტიანი ადგილებია საჭირო. სმილდე შერჩეულ ადგილას წყალს პულვერიზატორიდან აშხეფებს და შემდეგ რთავს კვამლის გენერატორს, რომელიც პატარა ნაწილაკებს აფრქვევს. შხეფები მათ გარშემო კონდენსირდება.

ხელოვანის თქმით, ახალ ფოტოებს მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც გარემო რაიმე სიახლეს სთავაზობს. მისთვის მთავარია არა ხელოვნური ღრუბლით გამოწვეული გაოცება, არამედ მისი წარმავალობა - ის, რომ ღრუბელი მხოლოდ წამიერად არსებობს და შემდეგ სამუდამოდ ქრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]