weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯოშ ბროლინი და პიტერ დინკლეიჯი ძმებს ითამაშებენ

16:35 პარასკევი, 01 მარტი 2019

ოსკარის ნომინანტი მსახიობი ჯოშ ბროლინი და სერიალ „სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავი პიტერ დინკლეიჯი ახალ კომედიაში სათაურად „ძმები“ (Brothers) ძმების როლებს შეასრულებენ.

ფილმის რეჟისორის ვინაობა უცნობია, სცენარის ავტორი კი კომედიური ფილმებით ცნობილი ეტან კოენი (Idiocracy, Tropic Thunder, Men in Black 3, Get Hard, Holmes & Watson) იქნება, რომელიც ახლახანს დამცინავ ჯილდო „ოქროს ჟოლოზე“ წლის ყველაზე ცუდ რეჟისორად დასახელდა.

„ძმების“ სიუჟეტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა გავრცელებული მოსაზრებით, ახალი ფილმი 1988 წელს გამოსული საკულტო კომედია „ტყუპების“ მსგავსი იქნება, რომელშიც ძმები არნოლდ შვარცენეგერმა და დენი დევიტომ განასახიერეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]