weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გილერმო დელ ტორო და ჯ. ჯ. აბრამსი ახალ ფილმზე იმუშავებენ

11:43 ორშაბათი, 04 მარტი 2019

ოსკაროსანი სცენარისტი და რეჟისორი გილერმო დელ ტორო ახალ მძაფრსიუჟეტიან სათავგადასავლო ფილმს გადაიღებს, რომლის პროდიუსერიც ჯ. ჯ. აბრამსი იქნება. რეჟისორის თქმით, ფილმი სათაურად „ზანბატო“ (Zanbato) ბოლო 6 წელია გეგმაშია და მასზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

ახალი ფილმის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის, რომ სიუჟეტის მთავარი გმირი 10-15 წლის გოგონა იქნება, რომელიც მომაკვდინებელ საბრძოლო ილეთებს ფლობს. ცნობისთვის, ზანბატო შუა საუკუნეების იაპონიის ტრადიციული, დიდი ზომის ხმლის სახელწოდებაა.

გილერმო დელ ტორომ ასევე განაცხადა, რომ მის უახლეს ფილმ „პინოკიოზე“ მუშაობა თითქმის დასრულებულია და მას მაყურებელი მალე იხილავს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]