weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოწამლული აფრიკა - National Geographic

12:05 ორშაბათი, 04 მარტი 2019

აფრიკაში საწამლავს რამდენიმე მიზნით იყენებენ. ამ მეთოდით ხოცავენ საკვებად ვარგის მომცრო არსებებს, ბრაკონიერობენ სპილოებსა და მარტორქებზე მათი ეშვებისა თუ რქების მოსაპოვებლად და კლავენ ცხოველებს მათი სხვადასხვა ნაწილის ტრადიციულ მედიცინაში გამოსაყენებლად. ამასთანავე, როგორც National Geographic-ის სტატიაში ვკითხულობთ, საწამლავით დახოცილი ცხოველის ხორცის ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.

ხსენებული მიზნების გარდა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან საზიანო მიზეზი, როდესაც აფრიკის ქვეყნებში საწამლავს მიმართავენ – ლომი თუ აფთარი ხოცავს შინაურ საქონელს ან სპილო აჩანაგებს კერძო საკუთრებას, შედეგად ადამიანებსა და ველურ ცხოველთა შორის იწყება კონფლიქტი, ხოლო მოწამვლის საშუალება, როგორც წესი, პესტიციდებია, ისინი ხომ იაფი, ადვილად ხელმისაწვდომი და სასიკვდილოა.

მოწამვლა დიდი პრობლემაა და მისი მოგვარების გზისთვის ჯერ კიდევ ვერ მიუგნიათ. ბიოლოგები თუ საკონსერვაციო ჯგუფების უმრავლესობა, რომლებიც კენიის ველური სამყაროს მონიტორინგში არიან ჩართული, თანხმდება ერთ საკითხზე, რომ მოწამვლის შემთხვევები, დიდი ალბათობით, გაიზრდება, რადგან ადამიანისა და ველური ბუნების კონფლიქტი სულ უფრო მეტად მწვავდება.

მაგალითად, მასაები სასიკვდილო ნივთიერებას უსვამენ სანადირო ისრების წვერს. ეს ტრადიციული მეთოდია ცხოველთა მოსაწამლად. ამ ნივთიერებას ხის ქერქისგან იღებენ.

კენიაში, ბრინჯის მინდვრებში გაშლილი პესტიციდი ფენთიონით დაავადებული ფრინველები ავადდებიან და იღუპებიან, სოფლის მცხოვრებლები კი მაინც აგროვებენ და ჭამენ მოწამლულ არსებებს.

კენია, როგორც აგრარული ქვეყანა ფერმებითაა დაფარული და ცხოველთა სამიგრაციო დერეფნებს კვეთს. შედეგად, ნაკრძალებისა და პარკების (მასაი-მარა, ამბოსელი, ცავო) მიმდებარე ტერიტორიები უკვე უვარგისია ველურ ცხოველთა საბინადროდ, რადგან გზატკეცილები, სარკინიგზო ხაზები, ელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები თუ მძიმე მრეწველობა, მაღალტექნოლოგიური ცენტრები და მზარდი ქალაქები უსწრაფესი ტემპით ფართოვდება. სპილოებსა და სხვა დიდი ზომის ცხოველებს ეს ზონები პარკებს შორის სამიგრაციოდ, საკვებისა და წყლის საძიებო სეზონური გადაადგილებისას თუ სამშობიაროდ სჭირდებათ, ძლიერი ზეწოლა კი კატასტროფული შედეგების მომტანია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]