weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ტომ ჰენკსი ფაშისტურ გერმანიაში იმოგზაურებს

16:56 სამშაბათი, 05 მარტი 2019

ცნობილი ინგლისელი რეჟისორი ჯო რაიტი ფაშისტური გერმანიის პერიოდის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ დრამას გადაიღებს. ბიოპიკში სათაურით „მხეცების ბაღში“ (In the Garden of Beasts) მთავარ როლს ტომ ჰენკსი შეასრულებს, რომელიც გერმანიაში შეერთებული შტატების პირველ ელჩს, უილიამ დოდს განასახიერებს.

ფილმი ერიკ ლარსონის ამავე სახელწოდების მქონე დოკუმენტური წიგნის მიხედვით შეიქმნება.

ჩიკაგოელი ისტორიის პროფესორი უილიამ დოდი, რომელიც 1933-1937 წლებში პირველი ელჩი იყო ფაშისტურ გერმანიაში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. იგი გულისტკივილით ადევნებდა თვალყურს გერმანიაში ებრაელების დევნას, დამოუკიდებელი პრესის სიკვდილსა და ტოტალიტარული კანონების დამკვიდრებას. ელჩი განუწყვეტლივ აგზავნიდა მოხსენებებს სამშობლოში, თუმცა მას არავინ აქცევდა ყურადღებას. ამავე დროს, მისმა ექსცენტრიულმა ქალიშვილმა, რომელიც ბერლინის მდიდარი საზოგადოების წევრი იყო და ძვირფას წვეულებებზე დადიოდა, გესტაპოს მეთაურ რუდოლფ დილსთან, შემდეგ კი საბჭოური სპეცსამსახურების აგენტ ბორის ვინოგრადოვთან გააბა რომანი.

უილიამ დოდი, რომლის ოთხწლიანი ცხოვრება ინტრიგებით იყო სავსე, 1940 წელს, 70 წლის ასაკში, სამშობლოში ავადმყოფობით გარდაიცვალა.

ორი ოსკარის მფლობელმა ტომ ჰენკსმა წიგნის ეკრანიზაციის უფლებები ჯერ კიდევ 2011 წელს იყიდა და ფილმის პროდიუსერიც გახდება გარი გოცმანთან ერთად.

რაც შეეხება ჯო რაიტს, რეჟისორის უახლესი ფილმი კრიმინალურ-მისტიკური დრამა „ქალი ფანჯარაში“ (The Woman in the Window) გახლავთ, რომელიც ოქტომბერში გამოვა. მასში მთავარ როლებს ემი ადამსი, გარი ოლდმენი და ჯულიანა მური ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]