weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯონი დეპის თქმით მეუღლე მას ილონ მასკთან ღალატობდა

14:01 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019

ჰოლივუდის მსახიობების, ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის ხმაურიანი და სკანდალური საქმის გარჩევას, რომელიც ვარსკვლავური წყვილის განქორწინებიდან დაიწყო, ახალი სკანდალი დაემატა. ამჯერად, ჯონი დეპმა ყოფილი მეუღლე ილონ მასკთან ღალატში დაადანაშაულა.

ჰოლივუდის 55 წლის ვარსკვლავის თქმით, ამბერ ჰერდმა მას პოპულარულ მილიარდერთან ქორწინების ერთი თვის თავზე უღალატა. საინტერესოა ისიც, რომ ჯონი დეპის მტკიცებით, როდესაც ამბერ ჰერდმა სახეზე ფიზიკური დაზიანებები მიიღო, მასთან ილონ მასკი იმყოფებოდა და დაზიანებები მას სწორედ „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპი და ამბერ ჰერდი ერთმანეთს 2011 წლის კომედია „რომის დღიურის“ (The Rum Diary) გადაღებებზე შეხვდნენ და რამდენიმეწლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, 2015 წელს იქორწინეს, თუმცა 2017 წლის იანვარში განქორწინდნენ. მათი დაშორების მიზეზად ოჯახური ძალადობა სახელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]