პროექტის პროდიუსერები თავად მწერლის შვილები, როდრიგო და გონსალო მარკესები იქნებიან. როგორც მათ განაცხადეს, გაბრიელ გარსია მარკესს არაერთი შეთავაზება ჰქონდა მიღებული წიგნის ფილმად გარდაქმნის თაობაზე, თუმცა როგორც როდრიგო გარსია აღნიშნავს, მწერალი მიიჩნევდა, რომ „მარტოობის ასი წელწადი“ კარგად ვერ ითარგმნებოდა ან მხატვრული ფილმისთვის შესაფერისი არ იქნებოდა.
„ნეტფლიქსის“ წარმომადგენელი ფრანსისკო რამოსი აცხადებს, რომ ესპანურენოვანი ფილმებისა და სერიალების წარმატებამ აჩვენა, რომ „ნეტფლიქსს“ შეუძლია, თავის აუდიტორიას უცხოენოვანი ფილმებიც თამამად შესთავაზოს. მაგალითისთვის მან წარმატებული სერიალი „ნარკოსი“ და სამი ოსკარის მფლობელი ფილმი „რომა“ მოიყვანა.
გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ 1967 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ წიგნის 50 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და 46 ენაზე ითარგმნა.