სიის პირველ ადგილს ჩინური OnePlus 6T იკავებს, რომლის ფასიც 750 დოლარია. რეიტინგის სათავეში მობილური ტელეფონი ძლიერი აკუმულატორის დამსახურებითა და მაღალი ხარისხის ფოტოს გადაღებით მოექცა.
მეორე ადგილზე iPhone XR იმყოფება, მესამეზე კი - Google Pixel 3 და Pixel 3 XL, რომელთა ფასი 800-დან 900 დოლარამდე მერყეობს.
ტოპ-ათეულში ასევე მოხვდნენ: Samsung Galaxy Note 9, iPhone XS და iPhone XS Max, LG V40, iPhone X, Samsung Galaxy S9 Plus, iPhone 8 Plus და Samsung Galaxy S9.