weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჟაკმელის კარნავალი ჰაიტიზე

16:34 პარასკევი, 08 მარტი 2019

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კარნავალებისა და მასკარადების მონაწილეები მითიურ ცხოველებსა და ავ სულებს განასახიერებენ, რათა პატივი მიაგონ საკუთარ შერეულ კულტურას – აფრიკულ, ევროპულ და ადგილობრივ ფესვებს.

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ეროვნულ კარნავალამდე ერთი კვირით ადრე საპორტო ქალაქ ჟაკმელში ადგილობრივი კარნავალი იმართება, რომელიც ხმაურიანი ჰანგებით გაფორმებული ხალხმრავალი დღესასწაულებისგან განსხვავებით, უფრო მყუდრო და შინაურულ განწყობას ქმნის.

კარნავალზე მონაწილეები ნახშირით არიან გამურულები, მუსიკოსები რკინის ან ბამბუკის ხელნაკეთი დოლებითა და საყვირებით უკრავენ რარას – ვუდუს რიტმულ მუსიკას, რომელიც ჰაიტური კარნავალის მთავარი შემადგენელი ნაწილია. თითოეული რიტმი რაღაც ამბავს ყვება და საცეკვაოდ იწვევს ყველას, კარნავალზე ყველაფერი ერთდროულად საშიშიცაა და თვალისმომჭრელიც, ყველგან ეშმაკების და მითიური არსებების ნიღბები მოჩანს.

კარიბის ზღვის ქვეყნების კარნავალები აფრიკიდან წამოყვანილი მონების შთამომავლებისთვის შემოქმედებითი სივრცე, თვითგამოხატვის საშუალება და კულტურული იდენტობის დამტკიცების თამამი გზაა. მონებს თავიანთი ღვთაებების თაყვანისცემა და ფრანგი თუ ბრიტანელი კოლონიზატორების მეჯლისებში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ, ამიტომაც აფრიკული ტრადიციები და ფოლკლორი კოლონიალურ რიტუალებთან შეაზავეს და საკუთარი დღესასწაულები შექმნეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]