„სატახტოთა თამაშის“ ვარსკვლავ ლენა ჰედის სარეჟისორო დებიუტი ჰქონდა. ინგლისელმა მსახიობმა მუსიკოს ფრეია რაიდინგზის სიმღერისთვის “You Mean The World To Me“, მუსიკალური კლიპი გადაიღო, სადაც მთავარი როლი ასევე „სატახტოთა თამაშის“ მსახიობმა, არია სტარკის როლის შემსრულებელმა მეიზი უილიამსმა შეასრულა.
24 წლის მომღერალ ფრეია რაიდინგზის თქმით, პოპულარული სერიალის ვარსკვლავებმა თავად მიმართეს და მუსიკალური კლიპის გადაღება შესთავაზეს, ინგლისელი მუსიკოსი კი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩა, რადგან ლენა ჰედიმ და მეიზი უილიამსმა „ემოციური, ინტელიგენტი და ძლიერი ქალების შთაბეჭდილება დაუტოვეს“.