weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუპიტერიდან და სატურნიდან მიღებული ახალი მონაცემები

14:50 შაბათი, 09 მარტი 2019

NASA-ს კოსმოსური ხომალდების - „ჯუნოსა“ და „კასინის“ მიერ იუპიტერისა და სატურნის შესახებ შეგროვებული ახალი მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად გაბატონებულ თეორიებს მზის სისტემის პლანეტების წარმოქმნისა და მოქმედების შესახებ.

მკვლევართა თქმით, დეტალური მაგნიტური და გრავიტაციული მონაცემები ფასდაუდებელი და ამავე დროს შემაცბუნებელია. მათი განცხადებით, ეს გახლავთ მონაცემები, რომელთა მსგავსიც აქამდე არაფერი გვინახავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მრავალი საიდუმლო ამოუხსნელია, მონაცემები აზუსტებს ჩვენს ზოგიერთ იდეას პლანეტების წარმოქმნასთან დაკავშირებით, მათი მაგნიტური ველებისა და ქარების შესახებ“, - ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი დევიდ სტივენსონი.

„ჯუნოს“ ხელსაწყოების გამოყენებით, მეცნიერები დააკვირდნენ მიკროტალღებს, რამაც მათ მრავალი ახალი ცნობა მიაწოდა იუპიტერის ატმოსფეროს შესახებ. მაგალითად, ასტრონომთა გასაოცრად, გაირკვა, რომ მისი ატმოსფერო უფრო შერეულია, თანაც იმგვარად, რასაც არც ელოდნენ. მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, ასეთი უცნაური ატმოსფერო წარმოქმნილი იყოს სხვადასხვა მეტეოროლოგიური ფენომენების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობს ატმოსფეროში არსებული დიდი ოდენობით ყინული, სითხეები და გაზი. „ჯუნოს“ სხვა ინსტრუმენტებმა შეაგროვეს უცნაური მონაცემები იუპიტერის გრავიტაციული და მაგნიტური მახასიათებლების შესახებ.

ხომალდი „კასინი“ სატურნის სისტემას 13 წლის განმავლობაში იკვლევდა. მისია მან 2017 წლის სექტემბერში დაასრულა, როდესაც მიზანმიმართულად შეიჭრა სატურნის ატმოსფეროში და თავი გაინადგურა. რაც შეეხება „ჯუნოს“, ის იუპიტერის გარშემო 2016 წლის ზაფხულიდან მოძრაობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]