weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უადი-რუმი: უდაბნო რომელიც მარსს გავს

17:12 სამშაბათი, 12 მარტი 2019

სამხრეთ იორდანიაში, ქალაქ აყაბადან 60 კილომეტრის დაშორებით უადი-რუმის ხეობა და უდაბნო მდებარეობს. მისი სახელი არაბულიდან ითარგმნება როგორც „მთვარის ველი“ ანდა მეორე ვერსიით - „რომაული ველი“, რადგან ახლოს რომაული ცივილიზაციის ძეგლები არსებობდა.

ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილ ხეობაში წითელი ქვიშით სავსე უდაბნო იშლება, რომელიც ბევრისთვის შთაგონების წყარო გამხდარა. ბოლო პერიოდში იგი პოპულარული კინოხელოვანთათვის გახდა, რისი მიზეზიც მარტივია - უდაბნო გარემოთი ძალიან გავს პლანეტა მარსს, სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმების გადასაღებად კი, სადაც მოქმედება „წითელ პლანეტაზე“ ხდება, ადამიანები სწორედ უადი-რუმისკენ მიეშურებიან.

აქ გადაუღიათ ჰოლივუდის კლასიკა „ლოურენს არაბი“, „ტრანსფორმერების“ მე-2 კინოსერია და ფანტასტიკა „პრომეთე“, აგრეთვე სამი ცნობილი ფილმი მარსზე - „წითელი პლანეტა“, „მარსელი“ და „უკანასკნელი დღეები მარსზე“.

იორდანიის უდაბნოს 5 დღით პოლონელი ფოტოგრაფები, პატრიკ ბეგანსკი და კაროლ ნენარტოვიჩი ესტუმრნენ და უადი-რუმის საოცარი ადგილები ფოტოებზე აღბეჭდეს.

2011 წელს იუნესკომ უადი-რუმი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]