weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფოტოგრაფმა კენიის დედოფალი-სპილოს გადაღება მის სიკვდილამდე მოასწრო

17:12 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

ბრიტანელმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა უილ ბარარდ-ლუკასმა ახალი ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელზეც კენიის უხუცესი მდედრი სპილოა გამოსახული. დედოფალი-სპილო მალევე მოკვდა, იგი ერთ-ერთი იყო იმ ოც ეშვიან სპილოს შორის, რომელიც პლანეტაზეა დარჩენილი.

დედოფალი-სპილო ცავოს რეგიონში ბინადრობდა. იგი იმ სპილოთა წარმომადგენელი იყო, რომლებსაც „სუპერ-ეშვიანებსაც“ ეძახიან, რადგან მათი გრძელი ეშვები თითქმის მიწას ეხება. ბრაკონიერთა გამო მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

შთამბეჭდავ შავ-თეთრ ფოტოებზე გამოსახულ სპილოთა დედოფლის ხანდაზმულ ასაკამდე მიღწევა ჩვენს დროში მართლაც სასწაულის ტოლფასია, რადგან იგი ისე მოკვდა, ბრაკონიერების ნადავლი არ გამხდარა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]