მწერალ მარკ რასელისა და მხატვარ რიჩარდ პეისის მიერ შექმნილი სატირული კომიქსი თემატიკის გამო ულტრა-მემარჯვენე ადამიანთა ჯგუფმა გააკრიტიკა და შედგენილი პეტიციით კომიქსების კომპანია DC-ის მოუწოდა, არ დაებეჭდა იგი, რაც კომპანიამ გაითვალისწინა კიდეც. მიუხედავად ამისა, მარკ რასელი DC-ში მუშაობას სხვა კომიქსებზე აგრძელებს.
ავტორის განმარტებით, მას სურდა ახალი კომიქსით საზოგადოებისთვის ეჩვენებინა რელიგიის მნიშვნელობა და აქამდე არსებულ სუპერგმირებზე შექმნილი კომიქსების ხელახალი შესწავლა.
„მეორედ მოსვლის“ სიუჟეტის გმირი დედამიწაზე დაბრუნებული იესო ქრისტეა, რომლის წმინდა საქმიანობა სხვა სუპერგმირს აქვს შეთავსებული.