weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტარქტიდის მწვანე აისბერგების საიდუმლო ამოხსნილია

17:40 სამშაბათი, 19 მარტი 2019

ყველამ იცის, რომ აისბერგი თეთრია, ზოგი კი ცისფერია, თუმცა, არსებობს ზურმუხტისფერი აისბერგებიც, ხოლო 1900-იანი წლებიდან მოყოლებული, მოგზაურები და მკვლევარები ხანდახან აწყდებოდნენ ანტარქტიდის მკაცრ ლანდშაფტში მოტივტივე უცნაურ, მწვანე აისბერგებს.

ახალი კვლევის ფარგლებში, გლაციოლოგთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აისბერგთა სიმწვანის მიზეზი მათში არსებული რკინის ოქსიდებია, რომლებიც აისბერგებს კონტინენტური ანტარქტიდიდან გამოაქვთ. თუ ეს მოსაზრება სწორია, გამოდის, რომ ეს უცნაური აისბერგები ერთგვარი „გაყინული ოფიციანტები“ არიან, რომლებიც სასიცოცხლო საკვებით ამარაგებენ ზღვაში არსებული სიცოცხლის თითქმის ყველა სახეს.

კვლევის ავტორის, გლაციოლოგ სტივენ უორენის განცხადებით, მწვანე აისბერგებს რკინის გადატანა შეუძლიათ ოკეანეში ძალიან შორს, გადნობის შემდეგ კი მათში არსებული რკინა ხვდება ფიტოპლანქტონებთან, რომლებიც მას საკვებად იყენებენ.

უორენი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ რკინის ოქსიდების მტვერი მყინვარული საფარის ქვეშ ჩაიჭედა და ზღვის ყინულს შეერწყა. მათი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს აისბერგების უცნაურ, მწვანე შეფერილობას და არა - ჟანგისფერ ყვითელს. საბოლოო პასუხის მისაღებად ისინი ანალიზების ჩატარებას გეგმავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]