weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აღმოჩენილია გველის სახეობა რომელსაც კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია

16:02 პარასკევი, 22 მარტი 2019

აფრიკაში, გვინეისა და ლიბერიის მარადმწვანე ტყეებში, მეცნიერებმა გველის ახალი ენდემური სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც შხამიანი კბილებით კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია.

ახალ სახეობას სამხრეთა ფრიკელი ჰერპეტოლოგის, უილიამ როი ბრენჩის საპატივსაცემოდ Atractaspis branchi უწოდეს. იგი ე.წ. სტილეტი-გველების Atractaspidinae) ოჯახის წარმომადგენელია. ამჟამად ცნობილია ამ გველთა 21 სხვა სახეობა. უმეტესი მათგანი გავრცელებულია სუბსაჰარულ აფრიკაში.

ზემოთხსენებული უნარი მხოლოდ სტილეტ-გველების წარმოამდგენლებს აქვთ, რომლებსაც გრძელი ეშვებით კბენა პირის ღრუს კუთხეებიდან შეუძლიათ. ამ გველებს საკმაოდ შორი მანძილიდან შეუძლიათ უცაბედი თავდასხმა. ექსპერტთა თქმით, მათთან ურთიერთობისას ჰერპეტოლოგებსაც კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

როცა მკვლევარებმა ღამით აქტიური ახალი სახეობა პირველად ნახეს ლიბერიის მარადმწვანე ტყეების ბნელ ფერდობებზე, მისი დაჭერა ტრადიციული გზით, თავის უკან ხელის მოკიდებით სცადეს. იდეა არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა - გველი მთელი ძალით, ყველანაირად ცდილობდა შემობრუნებას და თავდასხმას.

ახალაღმოჩენილი სახეობის შხამი ადამიანისთვის სასიკვდილო არაა, მაგრამ სახიფათო ნამდვილად არის. სტილეტი-გველების შხამი ციტოტოქსიკურია და იწვევს მწვავე ტკივილს, შესიებას, წყლულების წარმოქმნას და ზოგჯერ - ქსოვილთა დაზიანებასაც. შხამის საწინააღმდეგო შრატის გარეშე მსხვერპლმა შესაძლოა, ნაკბენი თითიც დაკარგოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]