როგორც შემქმნელები აცხადებენ, ეკრანზე მრავალჯერ გაცოცხლებული გმირების თანამედროვე ჯაშუშური ვერსია „შეუსრულებელი მისიის“ სტილში იქნება.
ახალბედა ჰარისონ ქვერისთვის ეს უკვე მეორე ფილმია, რომელზეც იგი „ნეტფლიქსისთვის“ იმუშავებს. აქამდე მან რეჟისორ ენდრიუ დომინიკთან ერთად დაწერა სცენარი სამხედრო თემატიკის ფილმისა სათაურით „საომარი წვეულება“ (War Party), რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰარდი შეასრულებს.