weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

„დრამიები“ - სამხრეთ აფრიკის აღლუმთუხუცესი გოგონები

14:39 სამშაბათი, 26 მარტი 2019 hits 324

სამხრეთ აფრიკის ქუჩის აღლუმების დრამერი გოგონების ტრადიცია სპორტისა და ცეკვის ელემენტებს აერთიანებს. სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა ელის მანმა მედოლეების სურათების გადაღება 2016 წელს დაიწყო, წერს National Geographic.

ფოტოგრაფი გოგონების ენერგიამ, ქალურობამ და სიძლიერემ მიიზიდა, ვარჯიშებსა და წარმოდგენებს უყურებდა და შეამჩნია, როგორ იცვლებოდა მათი სხეულის ენა უნიფორმის ჩაცმისას. იგი მშობლების იმედებს ხედავდა, განსაკუთრებით მათი დედებისას, რომლებიც კლუბებს შემოწირულობების შეგროვებასა და უნიფორმების მოწესრიგებაში ეხმარებიან.

მანის აზრით, ენთუზიაზმი და ენერგია განახლებადი რესურსებია, მაგრამ აქტივობამ ბოლო ხანს იკლო, რაც სკოლების სიღარიბისა და გოგონების ერთმანეთში ურთიერთობის სხვა გზების – განსაკუთრებით, ონლაინ კომუნიკაციის შედეგია. მიუხედავად ამისა, კეიპტაუნში ჯერ კიდევ ბევრი მედოლეა, რომლებიც შეჯიბრებებზე ჩადიან და რომლებიც ასეთი აქტივობების გრძელვადიან მნიშვნელობას ხედავენ.

„დრამიებად“ (Drummies) ცნობილი მედოლე აღლუმთუხუცესი გოგონები კეიპტაუნში 1970-იან წლებში გამოჩნდნენ. დღეისათვის ისინი საშეჯიბრებო კლუბებში ვარჯიშობენ, ხშირად – სკოლებში. კლუბები ყველასთვის ღიაა, მაგრამ ხშირად ისინი იზიდავენ გოგონებს მარგინალიზებული თემებიდან. ითვლება, რომ მრავალსაათიანი ვარჯიშები თავდაჯერებულობისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის გამომუშავებას უწყობს ხელს. გოგონები, რომლებიც ვარჯიშს ადრეული ასაკიდან იწყებენ, თინეიჯერობის პერიოდშიც რჩებიან გუნდში და მიღებული გამოცდილებით სხვა გოგონებს ეხმარებიან ინტენსიურ ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში.

მედოლეებს გამოსასვლელი დღეები არ აქვთ. დღესასწაულებზე საშუალო სკოლის მედოლე აღლუმთუხუცესი გოგონები რთული პროგრამის შესასრულებლად იკრიბებიან. უნიფორმებს, როგორც წესი, სკოლები არიგებენ, თუმცა მშობლები ამისათვის თანხას იხდიან. ქუდის ფერი იმაზე მიუთითებს, პროგრამის რომელ ნომერს შეასრულებენ გოგონები.

იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი მედოლე დაბალშემოსავლიანი ოჯახიდანაა, სკოლის მოსწავლე გოგონები სხვადასხვა სოციალურ კლასს განეკუთვნებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]