weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გერმანიაში Rammstein-ის ახალი ვიდეოკლიპი გააკრიტიკეს

14:02 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

პოპულარული გერმანული როკჯგუფის, Rammstein-ის ახალ ვიდეოკლიპზე შექმნილ ანონსს ქვეყნის ფედერალური მთავრობის წევრების, კერძოდ - ანტისემიტიზმთან ბრძოლის უფლებამოსილ პირ ფელიქს კლაინისა და გერმანიაში ებრაელთა ცენტრალური საბჭოს ყოფილი მეთაურის, შარლოტა კნობლოხის მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოყვა.

მათი განმარტებით, მუსიკოსებმა წითელ ხაზის გადაკვეთეს და ნებადართული ზღვარი დაარღვიეს. ფელიქს კლაინმა პრესტიჟულ გამოცემა Bild-ს ინტერვიუში უთხრა, რომ Rammstein-ის ვიდეო შემოქმედებითი თავისუფლების უგემოვნო ექსპლუატაციაა.

„ჯგუფი კლიპში მილიონობით ებრაელის ტანჯვასა და სიკვდილს გართობის მიზნით იყენებს, რაც უხამსი და ამაზრზენია“ - განუცხადა შარლოტა კნობლოხმა Bild-ს.

სკანდალური კლიპებით ცნობილმა Rammstein-მა ხსენებული 35-წამიანი ვიდეო, სადაც ჯგუფის წევრები ჩანან, 27 მარტს გამოაქვეყნა. ინტერნეტში იგი უკვე მილიონობით ადამიანმა ნახა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]