weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„სატახტოთა თამაშის“ ფინალური სეზონის ეპიზოდები სრულმეტრაჟიანი იქნება

12:09 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

ამერიკულ ტელეარხ HBO-ს პოპულარულ ფენტეზი ჟანრის სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ ფინალური მე-8 სეზონის სერიები სრულმეტრაჟიანი იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქ ნეშვილში პირველად გამართულ ფესტივალ Con of Thrones-ზე გაჟღერდა.

დასკვნით სეზონს ექვსივე ეპიზოდი 80-წუთიანი ექნება. ცნობილია, რომ სერიალის შემქმნელებმა უკანასკნელ ორ სეზონში სერიების რაოდენობა შეამცირეს, შესაბამისად, მე-7 სეზონი, რომელიც მიმდინარე თვიდან გამოვა, ათის ნაცვლად შვიდსერიიანი იქნება, გაისად გამოსასვლელი ფინალური სეზონი კი - ექვსიანი, თუმცა როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, გრძელი ქრონომეტრაჟის მქონე სერიებით.

აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული ერთსაათიანი სერიის ნაცვლად, სრულმეტრაჟიანი იქნება მე-7 სეზონის ბოლო სერიაც. შეგახსენებთ, რომ „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონი ტელეარხ HBO-ზე 16 ივლისიდან 27 აგვისტომდე გავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]