weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Avicii-ს ოჯახი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარება

11:08 პარასკევი, 29 მარტი 2019

28 წლის ასაკში გარდაცვლილი შვედი დი-ჯეის, ტიმ ბერლინგის იგივე Avicii-ს ოჯახმა სახელობითი საქველმოქმედო ფონდი დააარსა. ორგანიზაცია მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს დაეხმარება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფონდში შეგროვებული თანხა სრულად იმ კატეგორიას მოხმარდება, რომელიც ფსიქიკური აშლილობით იტანჯება და სუიციდის მცდელობა ჰქონია.

როგორც ოჯახთან დაახლოებული წყარო განმარტავს, გარდაცვალებამდე დი-ჯეი თავად ეწეოდა ქველმოქმედებას. ცნობილია, რომ მას გასაჭირში მყოფი პირებისა და ორგანიზაციებისთვის მილიონობით ევრო გაიღო.

შეგახსენებთ, რომ ტიმ ბერლინგი გასული წლის 20 აპრილს, ომანში, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლე მან თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მიზეზად მძიმე ფსიქიკური აშლილობა სახელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]