ჯერ-ჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ჰოლივუდურ პროექტში ჩართული ჯოელ კოენის ძმა და განუყრელი კოლაბორატორი ეთან კოენი.
აღსანიშნავია, რომ ორი ოსკარის მფლობელ მაკდორმანდს ლედი მაკბეტის როლი თეატრის სცენაზე აქვს შესრულებული.
შექსპირის ხსენებული პიესა მრავალჯერ გადაიღეს ფილმად, უკანასკნელი კინოვერსია 2015 წელს გამოვიდა. მისი რეჟისორი ჯასტინ კურზელი იყო, მთავარი როლები კი მაიკლ ფასბენდერმა და მარიონ კოტიარმა შეასრულეს.