weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„საშიში ამბები“ - ახალი ჰორორი გილერმო დელ ტოროსგან

11:26 შაბათი, 30 მარტი 2019

ოსკაროსანი გილერმო დელ ტორო კიმოაყურებელს მორიგ საშინელებათა ჟანრის ჰიტს უმზადებს. „საშიში ამბები, რომლებიც სიბნელეში უნდა მოყვე“ - ასე ეწოდება ნორვეგიელი რეჟისორის, ანდრე იოვრედალის ფილმს, რომლის სცენარის ავტორი და პროდიუსერიც სწორედ აღიარებული მექსიკელი კინოხელოვანია.

ფილმი ელვინ შვარცის იგივე სახელწოდების მქონე ნაწარმოებთა კრებულზეა დაფუძნებული, რომელიც 1981-1991 წლებში გამოიცა.

სიუჟეტი 60-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირები თინეიჯერები არიან, რომელთაც კოშმარული თავგადასავალი გადახდებათ.

„საშიში ამბები, რომლებიც სიბნელეში უნდა მოყვე“ ეკრანებზე 9 აგვისტოს გამოვა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]