weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უამრავი ადამიანი ხორცისმჭამელ შინაურ ცხოველთა ვეგანად გადაქცევას ცდილობს

12:29 შაბათი, 30 მარტი 2019

კატები და ძაღლები ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ეს ფაქტორი სულ არაფერს ნიშნავს მსოფლიოში მცხოვრები მრავალი ადამიანისთვის, რომლებიც თავიანთ შინაური ცხოველების მცენარეულ საკვებზე გადაყვანას ცდილობენ.

კვლევის ფარგლებში აღრიცხვისას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძაღლისა და კატის 3673 მფლობელის 35%-ს აქვს სურვილი, თავიანთ ოთხფეხა მეგობრები ვეგანებად აქციოს.

რესპონდენტთაგან მხოლოდ 212 იყო ვეგანი (5.8%). მათგან 78% პროცენტი თავიანთ ცხოველების მცენარეულ რაციონზე გადაყვანას აპირებდა, 58 ვეგანი, ანუ 27% კი უკვე ასე იქცეოდა.

ძაღლები ე.წ. არასავალდებულო ხორცისმჭამელები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ მცენარეული რაციონით გადარჩენაც შეუძლიათ, თუმცა ასეთი რაციონის შემუშავებისას საჭიროა უფრთხილესი მიდგომა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ძაღლი მიიღებს ჯანმრთელობისათვის საჭირო ყველა ელემენტს. გარდა ამისა, ძაღლებს ძალიან უყვართ ძვლების ღრღნა, რაც ხელს უწყობს მათი კბილების სიჯანსაღეს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

მეორე მხრივ, კატები ე.წ. სავალდებულო ხორცისმჭამელები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მცენარეების ჭამა, მაგრამ შეუძლებელია ჯანმრთელნი იყვნენ ხორციანი კვების რაციონის გარეშე. შესაბამისად, ნამდვილად არ არის გონივრული, კატებს ვეგანად გადაქცევა ვაიძულოთ. გაერთიანებულ სამეფოში ასეთი საქციელი სისხლის სამართლის დანაშაულია.

კვლევის დროს გამოიკვეთა კარგი ამბავიც. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ რესპონდენტს სურს საკუთარ ცხოველთა გადაყვანა მცენარეულ რაციონზე, მათ უმეტესობას ამის გაკეთება იქამდე არ უნდა, სანამ არ გამოჩნდება ცხოველთა საგანგებო ვეგანური საკვები, რომელიც ადეკვატურად ჩაანაცვლებს ცხოველებში ხორცის საჭიროებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]