weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ციმბირის მკვიდრი მოსახლეობა რუსი ფოტოგრაფის ობიექტივში

13:37 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

ავსტრალიაში მცხოვრები რუსი ფოტოგრაფი ალექსანდრ ხიმუშინი უკანასკნელი 9 წლის მანძილზე მსოფლიოს 84 ქვეყანაში მოგზაურობდა, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პროექტი სახელად „მსოფლიო სახეებში“ წამოიწყო, სადაც ფოტოდოკუმენტებით აღბეჭდა ის კულტურა და საზოგადოება, რომლებიც გლობალიზაციის გამო ნელ-ნელა ქრება.

ბოლო 6 თვე ხიმუშინმა ციმბირში 25 000 კმ მარტომ იმოგზაურა და თვალწარმტაც ლანდშაფტებთან ერთად იქაური მკვიდრი მოსახლეობაც გადაიღო. ბაიკალის ტბიდან იაპონიის ზღვამდე ფოტოგრაფმა უამრავი ეთნიკური ჯგუფი მოინახულა.

დღეს ციმბირის ტერიტორიაზე 40-მდე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობა სახლობს. მათგან ყველაზე დიდი ჯგუფია ევენკი. ხიმუშინის თქმით, ეთნიკური ჯგუფი ტაზის ფოტოებზე დაფიქსირება, საერთოდ პირველად მოხდა. ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ სახას, ნივხის, ოროჩენის, ტუვანის, ულჩის, აინუს, ბურიატ და სხვა წარმომადგენელთა პორტრეტებში ის სიამაყე აღბეჭდა, რასაც უნიკალური კულტურისა და ტრადიციის მქონე ადამიანები ატარებენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]