weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სარდინიაში გამორიყულ კაშალოტს კუჭში 22 კგ პლასტმასა უპოვეს

10:10 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

იტალიის კუნძულ სარდინიის სანაპიროსთან გამორიყულ ორსულ ვეშაპს კუჭში 22 კგ პლასტმასის ნარჩენები აღმოუჩინეს.

ორგანიზაცია SeaMe Group-ის პრეზიდენტმა ლუკა ბიტაუმ CNN-ის განუცხადა, რომ მკვდარ კაშალოტს, რომელიც მუცლით ნაყოფს ატარებდა, კუჭში ცელოფნის პარკები, სათევზაო ბადეები, პლასტმასის ტრუბები და სხვა პლასტმასის ნარჩენი ჰქონდა.

ბიტაუს თქმით, 8 მ სიგრძის ძუძუმწოვრის სიკვდილის უშუალო მიზეზი ქალაქ პადუაში ჩატარებული ჰისტოლოგიური და ტოქსილოგიური გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.

„კიდევ არსებობს ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ეს არაა მნიშნელოვანი პრობლემა? ჩემთვის არის და პრიორიტეტულია“, - დაწერა „ფეისბუქში“ იტალიის გარემოს დაცვის მინისტრმა სერჯო კოსტამ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ფილიპინებში ზღვამ ახალგაზრდა ვეშაპი გამორიყა, რომელსაც კუჭში 40 კგ პლასტმასის ნაგავი აღმოუჩინეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]