ჰორორ-კომედიაში მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ბილ მიურეი, ქლოე სევინი, ტილდა სუინტონი, სელენა გომესი, დენი გლავერი, სტივ ბუშემი, ტომ ვეიტსი და მუსიკოსი Iggy Pop ასრულებენ.
სიუჟეტი პატარა წყნარ ქალაქ კანტერვილში ვითარდება, სადაც ზომბი-აპოკალიფსი იფეთქებს.
შეგახსენებთ, რომ ჯიმ ჯარმუშმა საშინელებათა ჟანრში ძალები უკვე მოსინჯა და საკმაოდ წარმატებითაც - 2013 წელს გამოსული ვამპირული დრამა „მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან“ (Only Lovers Left Alive) მაყურებელმა და კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.