weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

„სატახტოთა თამაშის“ ფინალური ტრეილერი

10:20 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019 hits 313

პოპულარული ფენტეზი ჟანრის სერიალის, „სატახტოთა თამაშის“ ფინალური სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბოლო ვიდეოანონსი და პოსტერი გავრცელდა.

ვიდეოს კადრებში დათოვლილი ვინტერფელი და მხოლოდ ბრძოლაში დამარცხებულთა იარაღი, მათ შორის ჯონ სნოუს, არია სტარკისა და ჯეიმი ლანისტერის ხმლები ჩანს, პოსტერზე კი - გაყინული ყველა გმირი, რომელთა ფიგურებითაც რკინის ტახტია გამოსახული.

ტელეარხმა HBO-მ წინა დღეს ორი ოფიციალური პრომოც გაავრცელა.

სერიალის უკანასკნელი, მე-8 სეზონი, რომელიც 8 ეპიზოდისგან იქნება შემდგარი, 14 აპრილს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]