weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ნიკოლას ვინდინგ რეფნი კრიმინალური სერიალით ბრუნდება

11:41 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

აღიარებული დანიელი სცენარისტი და რეჟისორი ნიკოლას ვინდინგ რეფნი კომპანია „ამაზონთან“ ერთად წარმოებულ კრიმინალური ჟანრის სერიალს გამოუშვებს, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი თავადაა.

Too Old to Die Young - ასე ეწოდება ვებ-სერიალს, რომელიც 14 ივნისიდან გამოვა. მისი შოურანერი ასევეა კარიკატურისტი და კომიქსების მწერალი ედ ბრუბეიკერი.

სერიალი ახალგაზრდა პოლიციის ოფიცერზეა, რომელიც რუსული მაფიის, იაკუძას კლანისა და მექსიკური კარტელის ქსელში აღმოჩნდება. მის როლს ახალგაზრდა ვარსკვლავი მაილზ ტელერი ასრულებს.

ნიკოლას ვინდინგ რეფნს 10 მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული, ხსენებული სერიალი კი მისთვის პირველი საკუთარი სატელევიზიო პროექტია. რეჟისორის ბოლო სამი სურათი (Drive, Only God Forgives, The Neon Demon) კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ საკონკურსო პროგრამებში მონაწილეობდა, საიდანაც რეფნს ფილმისთვის Drive, 2011 წელს ფესტივალის საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი პრიზი ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]