weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფრენსის ფორდ კოპოლა კინოს უბრუნდება

15:31 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

როგორც გავლენიანი გამოცემა Deadline ირწმუნება, ხუთი ოსკარის მფლობელი სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი ფრენდის ფორდ კოპოლა ახალი ფილმით ბრუნდება. კინოს 80 წლის ლეგენდა გადაიღებს სურათს, სათაურით „მეგაპოლისი“, სადაც დიდი სამსახიობო გუნდი იქნება თავმოყრილი.

ამბიციური კინოპროექტის სცენარი კოპოლას მზად აქვს. სიუჟეტი ნიუ იორკში, არქიტექტორი პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მთავარ როლს ჯიუდ ლოუ შეასრულებს.

„დიახ, ვგეგმავ, მიმდინარე წელს დავიწყო გადაღებები ჩემი მრავალწლიანი ამბიციური პროექტისა, რომელზეც მე მთელი ჩემი კარიერა ვფიქრობდი, 16 წლის ასაკიდან დაწყებულიც კი, როდესაც კინოთეატრში ვმუშაობდი. ეს იქნება ეპიკური სურათი, რომელსაც დავარქვი სათაური ‘მეგაპოლისი’. ფილმი არაჩვეულებრივი იქნება, უდიდესი ბიუჯეტის მქონე, უდიდესი ქასთით. მომიწევს, წლების მანძილზე დაგროვილი, მთელი ჩემი რეჟისორული ცოდნა დავხარჯო, რათა საჭირო საბოლოო სახე მივცე ფილმს. ‘მეგაპოლისი’ განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც დღეს მეინსტრიმს ეძახიან“, - განმარტა ფრენსის ფორდ კოპოლამ.

ვეტერანი რეჟისორის უკანასკნელი მხატვრული ფილმი 2011 წელს გამოვიდა. არტჰაუსი სათაურით Twixt, მაღალი რეიტინგითა და დადებითი შეფასებებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]