weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

"კოპენჰილი" - კოპენჰაგენის ენერგიის მთა

14:23 პარასკევი, 05 აპრილი 2019

ვაკე რელიეფის გამო დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი სათხილამურო კურორტად არ აღიქმება. ქალაქში, სადაც ნაგავიც იწვის და თოვლის კორიანტელი დგება, ახალი პროექტი სახელად „კოპენჰილი“ ამოქმედდა, რომელიც დასვენებისა და განახლებადი ენერგიის დაწყვილებას ისახავს მიზნად.

კოპენჰილი ქალაქის ინდუსტრიულ სანაპიროზე განლაგებული მასიური ქარხანაა, რომელიც ნარჩენებს ელექტრობად და სითბოდ გარდაქმნის. ქარხნის დახრილი, 380-მეტრიანი სახურავი ისე გამოიყურება, თითქოს სათხილამუროდ იყოს შექმნილი და ის მართლაც ამისათვის გაკეთდა. ახალ შენობას ურბანული სათხილამურო პარკი, საცოცი კედელი და პანორამული კაფე ექნება.

ქარხანა წინაზე 25%-ით უფრო პროდუქტიულია და ნახშირორჟანგის ემისიას დააკავებს, რაც შეესაბამება დანიის მიზანს, 2050 წლისთვის გახდეს ნახშირორჟანგის ნეიტრალური მაჩვენებლის მქონე ქვეყანა.

ნარჩენების დაწვის იდეას კრიტიკოსებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, რომ ნარჩენების ენერგიად გადამამუშავებელი ქარხნები ჭარბნარჩენიან კონსუმერიზმს უწყობს ხელს, მაგრამ 2018 წელს კოპენჰილმა დაახლოებით 450 ტონა ნარჩენი გადაამუშავა. ეს ბევრად სჯობს ნაგავსაყრელების გავსებას, რომლებიც მეთანის წყაროა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]