weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტალონემ „რემბოს“ უკანასკნელი სერიის ფინალს „მოულოდნელი“ უწოდა

14:38 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

სილვესტერ სტალონემ „რემბოს“ მე-5, ფინალურის ფილმის შესახებ ისაუბრა. ჰოლივუდის ვეტერანმა ვარსკვლავმა ფილმის ფინალს „სრულიად მოულოდნელი“ უწოდა.

მსახიობმა განაცხადა, რომ ამჟამად ფილმის მონტაჟზე მიდის მუშაობა, რათა შემქმნელი სტუდიისთვის პირველი ჩვენება შედგეს.

„მსურს, ვისაუბრო იმაზე, რაც ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. როგორც წესი, მონტაჟის პერიოდი მტკივნეულია, რადგან ხშირად რასაც ფიქრობ, რომ დიდებული იყო ცუდი გამოდის, რაც გეგონა, რომ ცუდად გადაიღე კი - კარგი, მაგრამ „რემბოს“ ეს ყველაფერი არ ეხება. ჩვენ ვაპირებთ, ვაჩვენოთ ფილმი, რომელიც ჩემი აზრით, ბევრს გააოცებს. ძალიან კარგი სიუჟეტი აქვს, დასასრული კი სრულიად მოულოდნელი ექნება , ამიტომაც მინდა ყველას მივმართო, წადით 20 სექტემბერს პრემიერაზე“, - განმარტა 72 წლის მსახიობმა.

როგორც ჩანს, ახალ ფილმს რომლის ქვესათაურია „უკანასკნელი სისხლი“, სტუდია Lionsgate-ისგან არ მიუღია სამონტაჟო შესწორების შენიშვნები.

„რემბოს“ მე-5 ნაწილის სცენარის ავტორები სილვესტერ სტალონე და მეთიუ ცირულნიკი არიან, რეჟისორი კი - ადრიან გრუნბერგი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]