პომპეი - უძველეს რომაულ ქალაქში არსებული ამფითეატრი 160 წლის მანძილზე მოქმედებდა, იქამდე სანამ ჩვენი წელთაღრიცხვით 79 წელს ქალაქი ვულკან ვეზუვიდან ამოფრქვეულმა ლავამ არ დაფარა. ამჟამად არენა და თეატრი რესტავრირებულია და კარგ მდგომარეობაშია.
რომი - იტალიის დედაქალაქის სიმბოლოს - ცნობილი კოლისეუმის, იგივე ფლავიუსების ამფითეატრის მშენებლობა ქრისტეს შობიდან 80 წელს დასრულდა. გლადიატორთა სისხლიანი არენა, დღეისთვის კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირშესანიშნაობა ყოველდღიურად ურიცხვ მნახვე
პულა - ხორვატიაში მდებარე რომაული არენა, რომლის მშენებლობა ახალი წელთაღრიცხვის 68 წელს დასრულდა, 23 ათას მაყურებელს იტევს და შესანიშნავადაა შემონახული. იქ კონცერტი გაუმართავთ ისეთ ცნობილ მომღერლებს, როგორებიც არიან ლუჩიანო პავაროტი და ტომ ჯოუნსი.
ეფესო - თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ცნობილი ძველბერძნული დასახლების თეატრი გასართობ, მუსიკალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ რიტუალებს ემსახურებოდა.
ათენი - საბერძნეთის დედაქალაქზე ფიქრისას ალბათ ყველას ჯერ აკროპოლისი და პართენონი გაახსენდება, თუმცა აქვე არსებობს ჰეროდე ატიკოსის რომაული ოდეონი და დიონისეს თეატრი.
ტაორმინა - კუნძულ სიცილიაზე, მთა ეტნას ახლოს მდებარე ბერძნული ამფითეატრი ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით თარიღდება.
პერგამონი - თურქეთში მდებარე ბერძნული ამფითეატრი 2300 წლისაა.
დელფო - ფოკიდაში მდებარე საერთო ბერძნული რელიგიის ცენტრი-ქალაქი სხვა მრავალ ისტორიასთან ერთად კარგად დაცულ ამფითეატრსაც ინახავს, რომელიც 2400 წლისაა.
კარტახენა - რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თეატრი სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში მდებარეობს. შუა საუკუნეებში მას რამდენჯერმე გაუკეთეს რესტავრაცია, ამჟამად კი მასში მუზეუმიც ფუნქციონირებს.
არლი - მდინარე რონას დელტაში მდებარე ქალაქი რომაელთათვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. მისი ამფითეატრი ქრისტეშობიდან 90 წელს აშენდა და 20 ათას მაყურებელს იტევდა.